პიესა-სოკოს ქვეშ


анимированные картинки без регистрации

იტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი მეთოდის
 ,,მკითხველთა თეატრის" გამოყენებით


გაკვეთილის  თემა
პიესა-,,სოკოს ქვეშ“-იაპონური ზღაპრის მიხედვით
სწავლების საფეხური/კლასი
I საფეხური, II ა კლასი
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება
მასწავლებლის  სახელი  და  გვარი, ელ. ფოსტა
ნინო  გამყრელიძე   განათლების  (პედაგოგიკის)  მეცნიერებათა  დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
ჩატარების ადგილი და დრო
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა    20.02.2014
მოსწავლეთა  რაოდენობა
31
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
გაკვეთილის სასწავლო  მიზნები
 (საგნების მიხედვით)
გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალური, თანამშრომლობითი, ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარება; მოსწავლეებში კითხვის სიყვარულისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ჩანერგვა; მოსწავლის თვითშეფასების გაზრდა; სხვა ადამიანის როლის თამაშით ერთი და იმავე პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედვა; ემპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება.
სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობის, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენების, ფანტაზიის, ხელოვნების დარგებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, საყვარელი გმირის სახასიათო ნიშნებზე მსჯელობისა და  გადმოცემის, სახვადასხვაგვარი წარმოდგენით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებისა და ნამუშევარში ასახვის, შემოქმედებითობის, პრაქტიკული, საპრეზენტაციო  უნარ-ჩვევების განვითარება; მოსწავლეებში ემოციური ზრდისა და მოტივაციის, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორები  (საგნობრივი  სტანდარტი)
შეუძლია  გამართული კითხვა, საღი მსჯელობა და აღქმა, ყურადღების კონცენტრირება და ადეკვატურად რეაგირება; სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობა, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენება, ხელოვნების დარგებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საყვარელი გმირის სახასიათო ნიშნებზე მსჯელობა, სახვადასხვაგვარი წარმოდგენით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება და ნამუშევარში ასახვა, პრეზენტაციის გამართვა; სხვა ადამიანის როლის თამაშით ერთი და იმავე პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით დანახვა; იმ პერსონაჟის გრძნობებსა და ფიქრებში ჩაწვდომა, რომელის ხასიათი შეესაბამება გათამაშებულ როლს; ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა, კომუნიკაცია კლასთან; საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა, თვითშეფასება.
თანმიმდევრობა
აქტივობები  და  მეთოდები




·         აქტივობა 1
მასწავლებელი პიესის მიხედვით  განსაზღვრავს როლებს. როლების სიმცირის გამო კლასს ყოფს ორ ნაწილად (იხილეთ ტექსტი).

  • აქტივობა  2                                                   
მასწავლებელი მოსწავლეებს დაწვრილებით გააცნობს მეთოდს-,,მკითხველთა თეატრი“.

·         აქტივობა 3
მასწავლებელი კითხულობს პიესას-,,სოკოს ქვეშ“  სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით.

·         აქტივობა  4
მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსახელებს როლებს და თხოვს, ჩაინიშნონ.

  •   აქტივობა 5 
მოსწავლეები ინდივიდუალურად გაეცნობიან ტექსტს. ყურადღებას  გაამახვილებენ როგორც საკუთარ როლზე, ასევე ტექსტის დანარჩენ ნაწილებზეც, რათა შეძლონ პიესის მთლიანობაში აღქმა და თანმიმდევრობის გათავისება.

  • აქტივობა 6
მოსწავლეები მასწავლებლის მითითებებით  მუშაობენ ტექსტზე, ვარჯიშობენ როლისთვის სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის შერჩევაში. ამზადებენ რეკვიზიტებს (იხილეთ ვიდო 1), (იხილეთ ვიდეო 2).

  • აქტივობა 7
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება თეატრთან დაკავშირებულ ტერმინებზე.

·         აქტივობა 8
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ფერადი ფურცლებისაგან აკეთებენ სხვადასხვა ნიღაბს, ამზადებენ აფიშას  (იხილეთ ფოტოები).

·         აქტივობა 9
მოსწავლეები კლასში დგამენ სპექტაკლს, აკეთებენ საბოლოო პრეზენტაციას  (I ჯგუფი),   (II ჯგუფი).

·         აქტივობა 10
წარმოდგენის შემდეგ მასწავლებელი მართავს დისკუსიას:
რას გრძნობდით წარმოდგენისას?
მოგეწონათ თუ არა თქვენი დღევანდელი გამოსვლა? რატომ?
რამ შეუწყო ხელი თქვენს წარმატებას?/წარუმატებლობას?
რას შეცვლიდით შემდეგი წარმოდგენისთვის? 
(იხილეთ ვიდეო).

·         აქტივობა 11
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეფასების სქემისათვის შეარჩევს კრიტერიუმებს (შეფასების სქემა),  (თვითშეფასების რუბრიკა).



შეფასება
განმავითარებელი კომენტარი

საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებლო  რესურსები
 მოსწავლის  წიგნი,  მასწავლებლის  წიგნი,  ,,კითხვის ეფექტური მეთოდები 1“, დიდი ფორმატი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი წებო, მარკერი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, საშლელი, მუყაო, საღებავები, მზა ნიღბები, ვიდეოგადამღები.






მკითხველთა თეატრის მონაწილის შეფასების სქემა


მოსწავლის გვარი და სახელი____________________________________________


თარიღი__________________


შედეგები
დიახ
არა
ნაწილობრივ
შენიშვნა
ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული
დაისვა აქცენტი საკვანძო სიტყვებზე
განწყობა და გრძნობები ეფექტურად იყო გადმოცემული
უზიარებს წარმოდგენით მიღებულ შთაბეჭდილებებს
ხმის სიძლიერე და ტონი ეფექტურად იყო გამოყენებული
შერჩეული მონაკვეთი აუდიტორიისა და მიზნის შესაბამისი ტემპით იყო წაკითხული
ამყარებდა თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან
ჟესტები შესაბამისად იყო გამოყენებული
შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება



მასწავლებლის თვითანალიზისა და თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ყოველთვის
ნაწილობრივ
არასდროს
ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონათხრობ
მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება
არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება თუ სკოლაში ბავშვებთან   დიდი ხნით დარჩენა საჭირო გახდა
არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისას,ისინი მუხტს მმატებენმათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა
მიყვარს საგანებირომლებსაც ვასწავლივაგროვებ მასალასრომელიც მეხმარება მუშაობაში
ვცდილობბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები
თითოეულ მოსწავლეს ვექცევი პატივისცემით
მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობასყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება
მე არ არდები ემოციებშითუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებსშემიძლია რჩევის მოსმენარეკომენდაციების გაზიარება და დასკვნების გამოტანა.
შემწევს უნარიკვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები 
არ მიყვარს მონოტონურიერთფეროვანი საქმის კეთება
მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს.
ბავშვებთან ერთად   ვდგამთ სპექტაკლებს
ველ გაკვეთილზე ვცდილობმოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულებიგზებიბილიკები
ინდივიდუალური მიდგომა ჩემთვის ნიშნავსგაუგო თითოეულ მოსწავლეს,     მის შესახებ იცოდე რაც შეიძლება მეტიმქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობებივეხმარებოდე   ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში
დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის მიმართშემიძლიადავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი    
 პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესსათ აზრს
კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას 
პროფესიული ზრდა-განვითარება - ჩემი ძლიერი მხარეა
საერთო საქმიანობას ვგეგმავ ბავშვებთან ერთად
 შემიძლიაშევქმნა პირობები მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებისათვის.





No comments:

Post a Comment